ახლო აღმოსავლეთი – რა თქმა უნდა, ასევე პრიორიტეტად დასახელდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მნიშვნელობა დაქვეითებულია. რეგიონი აღარ წარმოადგენს ენერგორეურსების ძირითად წყაროს, ამერიკის შეერთებული შტატები თავად იქცა წიაღისეული საწვავის წამყვან ექსპორტიორ ქვეყნად და ზოგადად ენერგორესურსების მიწოდება ბევრად დივერსიფიცირებულია; რეგიონი აღარ წარმოადგენს გლობალურ ძალებს შორის დაპირისპირების ძირითად არეალს და ამ ძალებს შორის მანევრებში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან მოკავშირეობით; დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტურობა რეგიონის მახასიათებლად რჩება, სტრატეგიის ავტორთა მტკიცებით, მისი პრობლემურობა მნიშვნელოვნად გაზვიადებულია.
ბოლოს სტრატეგია აფრიკის კონტინენტსაც ახსენებს. ამ კონტინენტზე შეერთებული შტატები გეგმავს წარსულის პრაქტიკა დაასრულოს, რომლის მიზანიც ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება იყო, შეწყვიტოს ე.წ. დახმარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება და გზა დაუთმოს ვაჭრობასა და ინვესტირებაზე ორიენტირებულ ურთიერთობებს, რამაც ამერიკულ პროდუქციას ახალი ბაზრები უნდა შესძინოს, ხოლო, თავის მხრივ, ხელმისაწვდომი გახადოს აფრიკული რესურსები, მათშორის იშვიათი წიაღისეული მეტალები და მინერალები.
სტრატეგიის მთავარი იდეა
შეიძლება ითქვას, სტრატეგიის მთელი არსი ჩინეთის, როგორც მთავარი ოპონენტის განსაზღვრას და მის შეკავებას ეხება. მათ შორის, სტრატეგიული რეგიონების და იქ სამოქმედო ამოცანების დასახელებიდან, ჩანს რომ მთავარი ამ რეგიონებში ჩინეთის გავლენების შემცირებაა. ჩიური საწარმოების, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტების, ჩინური ინვესტიციების და ჩინეთისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის შეზღუდვა მთავარ ამოცანებს წარმოადგენს იქაც კი, სადაც ჩინეთი პირდაპირ ნახსენები არ არის.

საინტერესო პარალელია, რომ როგორც ევროპაში, ისე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, შეერთებული შტატები საკუთარ პარტნიორებს ნატოსა და ე.წ. ქუადში (ოთხმხრივი თავდაცვითი დიალოგის ფორმატი, რომლის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა ინდოეთი, თუმცა სწორად ინდოეთის სტრატეგიულ პარტნიორად ქცევა ჩინეთთან დაპირისპირებაში, შეიძლება იყოს ამერიკის მთავარი გამოწვევა ამ რეგიონში) თავდაცვის ხარჯების გაზრდას სთხოვს. შეერთებულ შტატები ამით ცდილობს, საკუთარი დანახარჯების კონცენტრაციას, გლობალური ტვირთის პატრტნიორებზე გადანაწილებას და რაც მთავარია, ჩინეთის გარშემო სტაბილური დაძაბულობის შექმნას, რათა ჩინეთის გლობალური მოქმედების თავისუფლება შეზღუდოს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის გაძლიერებას ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთის და პირველ რიგში ამერიკის წარსულში არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გათვლებს უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ იმედი, თითქოს ჩინეთის დასავლურ ეკონომიკური სისტემაში ინტეგრაცია მას ასევე ე.წ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის (rules-based international order) ნაწილადაც აქცევდა, მცდარი აღმოჩნდა. ამის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე დოკუმენტი, რეალურად გაბატონებული ეკონომიკური წესრიგის საწინააღმდეგო ინსტრუმენტების გამოყენების აუციელბლობაზეც საუბრობს. ტარიფები და სავაჭრო რეჟიმების გადახედვა ჩინეთთან, ამერიკის დიპლომატიის და არამხოლოდ დიპლომატიის მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს. აუცილებელია, ამერიკის პარტნიორები სწორედ ამ ლოგიკას მიყვნენ ჩინეთთან ურთიერთობისას. ეს ეხება, როგორც დასავლეთის ჰემისფეროს ქვეყნებს, ისე ევროპას და რა თქმა უნდა, აზიის პარტნიორებს, რომლებშიც შეერთებული შტატები, როგორც უკვე ვთქვით, ინდოეთსაც მოიაზრებს.
What's good
- კარგი ფასია
- მისაღები პრიობებია
Trade-offs
- კომპლექსურია
- დიდი ჩართულობა ჭირდება