ეკოვუდის (Ecowood) ციმბირული ლარიქსის (ლისტვინიცის) დეკების რეკლამა განაკუთვნებს ამ პროდუქტს ტერასებისთვის, აუზის გარშემო არსებული სივრცეებისა და ეზოებისთვის. კომპანიის ინფორმაციით, ეს მასალა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და ტენიანობის მიმართ გამძლეობით. ჩვენი ექსპერტების შეფასებიტ ეს პროდუქტი არ არის მედეგი საქართველოს კლიმატისთვის. ხის მასალა ადვილად ლპება და ასევე საჭიროებს ძვირადღირებულ დამუშავებას.

რას გვპირდება კომპანია

ეკოვუდი თავის ციმბირული ლარიქსის (ლისტვინიცის) დეკებს პოზიციონირებს, როგორც პრემიუმ გარე სამშენებლო მასალას — ტერასებისთვის, ეზოებისთვის და აუზის გარშემო. კომპანიის მარკეტინგული მასალა ხაზს უსვამს ლარიქსის ბუნებრივ სიმტკიცეს, რომელიც თითქოსდა მუხის ტოლია (109 vs 110 ბრინელის სკალაზე), ტენისა და ყინვის მიმართ გამძლეობას, და ვენეციისა და სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ შენობებზე გამოყენების ფაქტს — რომლებიც, სხვათა შორის, კონტროლირებადი ან მუდმივად წყლის ქვეშ არსებულ გარემოში შენდებოდა.

რეალობა მომხმარებლების გამოცდილებიდან

გამძლეობა — სადავო საკითხი.  მომხმარებლების ნაწილი ჩივის, რომ შესაბამისი საპოხი ზეთებით რეგულარული დამუშავების მიუხედავად, დეკები 3-4 წელიწადში ლპობა და დეფორმაციას იწყებს .  საქართველოს ჰავა — მკვეთრი სეზონური ცვლილებებით, ნოტიო ზამთრით და ინტენსიური გაზაფხულის წვიმებით — განსხვავდება ციმბირის კონტინენტური კლიმატისგან, სადაც ეს ხე იზრდება. ეს განსხვავება კომპანიის რეკლამაში არ ჩანს.

ფასი — პრემიუმია, გარანტია — არა. დეკების შეძენა და პროფესიული მონტაჟი ერთობლიობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ამას ემატება ყოველ წელიწადში ერთხელ სავალდებულო ხელახალი დამუშავება სპეციალიზებული ზეთებით — რომელთა ღირებულებაც ასევე მაღალია. სრული ციკლის ღირებულება, რომელსაც კომპანია პირდაპირ არ ახსენებს, გაცილებით სჭარბობს საწყის ფასს.

მწერები და ქვეწარმავლები — უხილავი გვერდითი ეფექტი. ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად განხილული, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემაა. ხის დეკების ქვეშ ჩნდება ბუნებრივი ჩრდილოვანი სივრცე — სველი, ბნელი, ჰაერიდან დაცული. ობობებისთვის, ჭიანჭველებისთვის და ქვეწარმავლებისთვის ეს იდეალური გარემოა. საცხოვრებელ ოთახებთან ახლოს განლაგებული ტერასების შემთხვევაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა — სადაც ობობები ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მორიელები შენობაში შეღწევის გზას ადვილად პოულობენ. კომპანიის პრომო-მასალებში ამ რისკის შესახებ სიტყვა არ არის.

ვისთვის შეიძლება იყოს მაინც გამართლებული

სრულიად დახურული ან ნახევრადგახსნილი ტერასა, სადაც პირდაპირი წვიმა და ყინვა არ ხვდება — ამ შემთხვევაში ლარიქსი მართლაც კარგი ვარიანტია. ასევე — ვისაც ესთეტიკა პრიორიტეტია და ყოველ რამდენიმე წელიწადში ხელახალი დამუშავება პრობლემა არ არის. მაგრამ ღია ტერასაზე, ქართული ჰავის სრულ ზემოქმედებაში, ამ ფასად — კითხვები ლეგიტიმურია.

შეჯამება: ეკოვუდის ლარიქსის დეკი კარგი პროდუქტია — გარკვეულ პირობებში. პრობლემა ისაა, რომ არა სწორად ახსნილი ის შეზღუდვები და ხარჯები, რომლებიც მომხმარებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა იცოდეს.